ოლანდი: ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ აფრიკაში კონტინგენტს აგზავნით

ჩემთვის ემოციურად მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ ცენტრალურ აფრიკაში კონტინგენტს აგზავნით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.
“ჩემთვის ემოციურად მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ ცენტრალურ აფრიკაში კონტინგენტს აგზავნით. ეს კარგი დეტალია იმის წარმოსადგენად, თუ რისი გაკეთება ძალუძს საქართველოს ევროკავშირის ფარგლებში, ჯერ როგორც პარტნიორს და შორეულ პერსპექტივაში, როგორც წევრს – როცა დადგება ეს საკითხი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ამ პროცესის თითოეული ეტაპი”, – აღნიშნა ფრანსუა ორლანდმა.
ოლანდმა პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან გამართა. ფრანსუა ოლანდისა და მაია ფანჯიკიძის შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიაიპი ნაწილში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, იგი საქართველოში ორი მიზნით ჩამოვიდა – ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
“მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო, რომ ხელს აწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, რათა განვითარდეს ეკონომიკური ურთიერთობები. სწორედ ამიტომ ჩემი ვიზიტის პირველი ნაწილის ფარგლებში მე დავესწრები ქართველი და ფრანგი ბიზნესმენების ფორუმს”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები