ბაქოში, სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია

ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ძლიერ ცეცხლს ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
„დილის საათებში ბაქოში ძლიერი ხანძარი მოხდა ნარიმანის რაიონში მდებარე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დრომდე, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 15 სახანძრო მანქანა. ადგილზე მეხანძრეებთან ერთადაზერბაიჯანის საგანგები სიტუაციების მინისტრის მოადგილე, ეტიბარ მირზაევი იმყოფება. მისი განცხადებით, ამ წუთებში ხანძრის გაჩენის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები