„ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას აკლიათ ერთი რამ, ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობის გამოცდილება“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სტერეოტიპი, თითქოს დასავლეთი მართლმადიდებლობის მტერია, ხოლო იმპერიალიზმი და კომუნიზმი მართლმადიდებლების გადამრჩენი, გადასახედი და დასანგრევია.
“მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას არსებობის უდიდესი ისტორიული გამოცდილება აქვთ, ორივეს აკლია ერთი რამ: ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობის გამოცდილება, რადგან გამოცდილება 200 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ გარე ფაქტორების გამო. ამიტომ დამკვიდრდა უცნაური ვითარება საქართველოში, როდესაც ფორმით დასავლურ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვაშენებდით, ხოლო შინაარსით – საბჭოთა ფასეულობები და კომუნისტური მენტალიტეტი სჭარბობდა ჩვენს მოქმედებებში. აქედან მოდის სხვა სტერეოტიპები, როგორიცაა, მაგალითად თითქოს დასავლეთი მართლმადიდებლობის მტერია; იმპერიალიზმი და კომუნიზმი – მართლმადიდებლების გადამრჩენი და შემფარებელი. ეს სტერეოტიპები გადასახედი და დასანგრევია, რადგან ქრისტიანობისგან დამოუკიდებლად ვერ შეიქმნება თავისუფლებას დამოკიდებული ღირებულებითი სისტემა, ხოლო თავისუფლებაზე დაფუძნებული ღირებულებითი სისტემის გარეშე ვერ შეიქმნება ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც აღიარებს რელიგიის, რწმენის თავისუფლებას და აღიარებს იმ მთავარ ღირებულებას, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ქრისტიანული რელიგიისთვის არის მთავარი ღირებულება – ადამიანი”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები