მარნეულის ინციდენტზე სამ პირს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და რუსთავის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს პარლამენტის წევრს პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან”, აზერ სულეიმანოვს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს პარტია “ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ნათესავს, ე.გ-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა.

თითოეულს ოთხი ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

ბრალდება გირაოს სახით 5-5 ათასი ლარის შეფარდებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების გირაოს გარეშე დატოვებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე, საქართველოს პარლამენტის წევრის “ენმ“-დან, აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

მარნეულის ყოფილ მერს, სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები