დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. მას უწყებაში დღეს, 11:00 საათზე ელოდებიან.

საქმე ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს.
ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები