არჩილ თალაკვაძე: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში არ დგას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში არ დგას და მოცემულ ეტაპზე ამის არც საჭიროება არსებობს.
თალაკვაძის თქმით, მოქმედი პარლამენტი არის ქვეყანაში სტაბილურობის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების და რეფორმების ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი.
„შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ დგას დღის წესრიგში და ახლა ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. საზოგადოებამ, ამომრჩეველმა ოთხწლიანი მანდატი მოგვანიჭა და ეს ვალდებულება ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიტყოდი პირიქით, მოქმედი პარლამენტის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება ახლო მომავალში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები