საქართველოს ელჩის კანდიდატურა დიდ ბრიტანეთში შერჩეულია

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის კანდიდატურა შერჩეული ჰყავს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შერჩეული კანდიდატურა შესაბამის პროცედურებს გადის და ის მალე იქნება დანიშნული. “რაც შეეხება იმას, რომ ამდენი ხანი ეს ვერ მოხერხდა, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატურას თავის დროზე ხელი არ მოაწერა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. შემდეგ როდესაც ეს დაბრკოლება აღარ იყო, იმ კანდიდატმა, რომელზეც იყო საუბარი, თავად განაცხადა უარი, რამაც ჩვენი შიდა პროცედურები შეაფერხა”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა და საბოლოოდ შეირჩა ერთი, რომელიც ახლა შიდა პროცედურას გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები