„ქვეყნისთვის დიდი პატივია, უმასპინძლონ საფრანგეთის პრეზიდენტს“

დიდი პატივია ქვეყნისთვის, უმასპინძლონ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს, რომელიც დღეს ეწვევა საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისვე თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობა განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიაში.
“ეს არის ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება, განსაკუთრებით ახლა, რადგან ვუახლოვდებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღს. საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობა განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიაში. შეხვედრებზე საუბარი შეეხება ევროკავშირსა და ნატოს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, რადგან ჩვენ გამოვაცხადეთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამშვიდობო ოპერაციაში, რომელშიც წამყვანი სწორედ საფრანგეთია”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები