მაია ფანჯიკიძე: რომპეის ვიზიტი მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის საქართველოში ვიზიტი იმ მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის მხრიდან აქვს. “ჰერმან ვან რომპეი დღეს ჩამოდის. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა “, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ჰერმან ვან რომპეი საქართველოს დღეს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები