თინა ხიდაშელი მირზა სუბელიანის დაკავებაზე: არც ერთ მთავარ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ეხმაურება და აცხადებს, რომ სუბელიანის დაკავებით არცერთ მთავარ კითხვას პასუხი არ გასცემია.
“სუბელიანის საქმის ირგვლივ ოფიციალურ ინფორმაციას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ:
1. მისი დაკავება დანაშულის შეუტყობინებლობით ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს რომ მისი შვილის რაიმე ფორმით მონაწილეობა გამორიცხა გამოძიებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეტყობინების ვალდებულება არ ქონდა;
2. არც ერთ მთავარ კითხვაზე დღევანდელი დაკავებებით პასუხი არ მიგვიღია:
????? ვინ არის სარალიძის მკვლელი?
????? ვინ ახდენდა გამოძიებაძე ზეწოლას?
3. რას იძიებს შსს? მხოლოდ იმას რასაც თავში შეგვპირდა? ვინ მოახდინა გავლენა მოსამართლეზეო, თუ მკვლელობას? ზეწოლას? გაყალბებას?
ისე რომ დროშებს უცებ რომ გამოფენთ ხოლმე ამიტომ ვართ ამ დღეში,- წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები