საქართველოს დღეს ჰერმან ვან რომპეი ეწვევა

საქართველოს დღეს ორდღიანი ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს რომპეის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი და ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისადმი. ვიზიტის ძირითადი მიზანია საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვა.
“ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში რომპეი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან”, – აღნუშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები