ბელგიაში ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა გააპროტესტეს

   ბელგიაში უფლებადამცველებმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა გააპროტესტეს. დემონსტრაცია რუსეთ-ევროკავშირის სამიტის წინ გაიმართა, რომელიც ბრიუსელში შედგება. მანიფესტაციაში ათობით ადამიანი მონაწილეობდა. მათ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდეს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ყურადღება რუსეთში ადმიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზე გაამახვილონ. მათი განცხადებით, პუტინი არღვევს ორ ფუნდამენტურ უფლებას – სიტყვის თავისუფლებას და სექსუალური ორიენტაციის თავისუფლებას. ევროკავშირ – რუსეთის სამიტი ბრიუსელში 28 იანვარს გაიმართება. ასევე ცნობილია, რომ უკრაინის  მოვლენების გამო, ბრიუსელის გადაწყვეტილებით, სამიტი, ორდღიანის ნაცვლად, ერთდღიანი იქნება და ის რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივების განხილვას დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები