სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით აშშ-ში შეხვედრებს მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში.

ქართველი პარლამენტარები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს, კრის რობინსონს შეხვდნენ.

მხარეებმა განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ჭრილში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს. ასევე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. კრის რობინსონი დაინტერესდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობისა და მის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას და მის როლს ამ პროცესში.

შეხვედრაზე მასპინძელმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს გვერდით დგომა საქართველოში დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. მან გამოხატა მზაობა რეფორმების შემდგომი მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის კომიტეტთან მიმართებით.

ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები