გოგა საათაშვილი, რომელიც ოკუპანტებმა დააკავეს, გათავისუფლებულია
სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი გოგა საათაშვილი, რომელიც ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს, გათავისუფლებულია.
გოგა საათაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი უკვე დატოვა, ის რუსმა სამხედროებმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
საათაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, ოჯახმა ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმა გადაიხადა.
გოგა საათაშვილი რუსმა სამხედროებმა ლომისობის დღესასწაულზე ორ თანასოფლელთან ერთად დააკავეს. საათაშვილთან ერთად გატაცებული პირები დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.