პრემიერ-მინისტრი მეხუთე ბრიგადას ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეხუთე ბრიგადის 51-ე ბატალიონს ესტუმრა. მან ყაზარმა დაათვალიერა და პირადად გაეცნო სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ პირობებს. პრემიერმა ასევე მოინახულა სამხედროთა თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახები და გაესაუბრა ჯარისკაცებს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად აშენებული სასადილოც დაათვალიერა, რომელიც 450 ადამიანზეა გათვლილი და სადაც 51- ე ბატალიონი იკვებება. გაეცნო სასადილოში არსებულ პირობებს და ჯარისკაცთა მენიუს. ბატალიონში ამ დროისთვის დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება – ბაზის ტერიტორიის მოასფალტება, სპორტული კომპლექსის მშენებლობა. მშენებლობა 2015 წელს დასრულდება. პრემიერი მეხუთე ბრიგადას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას დაჰპირდა. პრემიერ-მინისტრს 51 -ე ბატალიონში თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი დახვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები