წყალტუბოს შტაბში მომხდარი ინციდენტის გამო „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი პარტიიდან გაირიცხება

წყალტუბოს შტაბში მომხდარი ინციდენტის გამო „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი უმკაცრესად დაისჯება და პარტიიდან გაირიცხება, – ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნების“ რეგიონული სამსახური გმობს წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის ოფისში შეჭრის და პროვოკაციის მოწყობის ფაქტს. საარჩევნო ბლოკ „ქართულ ოცნებას“ წყალტუბოს რაიონში გააჩნია ერთადერთი საარჩევნო შტაბი, რომელიც მდებარეობს რუსთაველის ქ#4-ში და მისი ხელმძღვანელია ჯემალ ფანცხავა.
ნებისმიერი სხვა ჯგუფი, რომელიც საუბრობს წყალტუბოს შტაბის სახელით, არის არაკეთილისმოსურნე ძალების მხრიდან მართული და ცდილობს, ხელოვნური პრობლემები შეუქმნას ჩვენი რაიონული ორგანიზაციის წინასაარჩევნო კამპანიას.
აღსანიშნავია, რომ ოფისში შეჭრილ ადამიანებს თან ახლდა პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რამდენიმე წევრიც, რომლებიც უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი და ჩვენი პარტიის რიგებს დატოვებენ. გვჯერა, რომ ინციდენტს შეისწავლიან სამართალდამცავი ორგანოებიც და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. გვინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრათ, რომ მიუხედავად პროვოკაციების მცდელობისა, ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მშვიდ და პოზიტიურ გარემოში ჩავატარებთ და ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე“, – აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები