ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი: ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ საზღვრის დარღვევის შემთხვევაში მათი დაკავება მოხდება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობას აფრთხილებს.
როგორც საოკუპქციო რეჟიმი იტყობინება, 30 მაისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მათ დააკავებენ.

როგორც „კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული ინფორმაცია მათ ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღეს.

„30 მაისის ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები