თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია კუს ტბას სტუმრობდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად კუს ტბას ესტუმრა.
დავით ნარმანიამ დამსვენებელს საარჩევნო პროგრამა გააცნო და „კუს ტბის საზოგადოების“ წევრებს რეკრეაციული ზონის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დაბინძურებული ტბა, პარკირებისა და გამწვანების სიმცირე – ეს ის პრობლემები იყო, რომელთა მოგვარების პირობა კუს ტბის დამსვენებლებმა მერობის კანდიდატისგან მიიღეს. დავით ნარმანიას განცხადებით, აუცილებელია კუს ტბის წყლის ხარისხის შემოწმება და შემოვლითი გზების გაკეთება. მისივე თქმით, ჩატარდება კვლევა, რომლის საფუძველზე შემუშავდება კუს ტბის რეკრეაციული ზონის განვითარების კონცეფცია. საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ მოშლილ ინფრასტრუქტურასა და კომუნიკაციების არარსებობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ დავით ნარმანიას გამარჯვების შემთხვევაში არსებული პრობლემები აუცილებლად გადაიჭრება.

1507531_495908563870324_2319166562768362462_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები