შსს-მ „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან იარაღის მუქარით ბანკიდან თანხა გაიტაცა და მიმალვას ცდილობდა. ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულია 1977 წელს დაბადებული ზ.ლ.

ჩადენილი დანაშაული 5-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამედიცინო პირბადე, ხელთათმანები, ფულადი თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი (სავარაუდოთ პნევმატური იარაღი), რომელიც შესაბამისი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

სამართალდამცველებთან პირველადი გამოკითხვისას დაკავებულმა ზ.ლ.-მ აღიარა, რომ მან  2018 წლის 27 თებერვალს „ლიბერთი ბანკის“ იგივე ფილიალზე განახორციელა ყაჩაღობა, საიდანაც იარაღის მუქარით გაიტაცა ფულადი თანხა და მიიმალა.

გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი  ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები