წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

 წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ წევრები და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მათმა ნაწილმა შტაბის უფროსთან შეხვედრა და საარჩევნო სიების გასაჯაროვება მოითხოვა.
როგორც დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ სიაში “ნაციანალები” ფიგურირებენ. დაპირისპერიების დროს “ოცნების” შტაბის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” აპარატურა დააზიანა.
მათი თქმით, წყალტუბოში კოალიციას ორი შტაბი აქვს და ერთ-ერთში წინა ხელისუფლების მხარდამჭერები არიან გაერთიანებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები