ბათუმში, ლიფტში ქალი დაჭრეს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოხდა. თავდასხმისას, ქალი ლიფტში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები დანით მიაყენეს. დაჭრილი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, საავდმყოფოში გადაყვანისას, ის კონტაქტური იყო.
ფაქტზე შსს- მ გამოძიება დაიწყო. როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები