მარსელში ისევ სროლა იყო
საფრანგეთის ქალაქ მარსელში სროლის შედეგადაც ორი მამაკაცია გარდაცვლილი. მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას.
გამოცემა La Provence წერს, რომ გარდაცვლილებს ჭრილობები კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვთ მიყენებული. შემთხვევა ქალაქში მდებარე სტადიონის მიმდებარედ, გვიან ღამით მოხდა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ინციდენტი მარსელში ერთი კვირის წინაც მოხდა, სადაც იგივე იარაღი ფიგურირებს.
ცნობილია, რომ 1 კვირის წინ, უცნობმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთ ადამიანი დაიჭრა.