დავით ქართველიშვილი: გვარამია ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ აგულიანებს პანკისის ხეობის ახალგაზრდა ქისტებს “ყველაფერზე წასასვლელად”

„ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი ოპოზიციას საზოგადოებაში ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს და წერს, რომ ამჯერად ისინი კვლავ ცდილობენ ქისტების თემის წამოწევას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ქისტებით მანიპულირებას წინა ხელისუფლებების დროსაც ჰქონდა ადგილი და ახლა ამას  ნიკა გვარამია  ცდილობს.
თუმცა, ქართველიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ყველას ვინც ეთნიკური შუღლის გაღვივებას შეეცდება, ისევ და ისევ ქისტები გასცემენ ღირსეულ პასუხს.
„ჯერ კიდევ გახარიას ჰქონდა მცდელობა ეთნიკურ ნიადაგზე, პოლიციასთან განზრახ პროვოკაციის გზით მოეხდინა ეთნიკური დაპირისპირება ქისტებთან პანკისის ხეობაში. პანკისის თემის აგორება არახალია და მას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადად რუსეთის სპეცსამსახურები, რათა შემდგომში გაემართლებინათ საქართველოში თავისი “ანტიტერორისტული” შემოჭრა.
გახარიამდე რამდენიმე წლით ადრე, დღემდე იდუმალებით მოცული “ლაფანყურის ოპერაციით”, სააკაშვილი ცდილობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ასევე ეთნიკური დაპირისპირების ფონზე მაქსიმალურად გადაეფარა საკუთარი რეჟიმის გარდაუვალი კრახის იურიდიული გაფორმება.
ამის შემდეგ გვახსოვს დიდი ყასაბის, სახელმწიფო მართვის დარგში დოქტორის – იოსებ გოგაშვილის “გმირული” სპეცოპერაციები პანკისში და ამით გამოწვეული მრავალწლიანი დაძაბული ფონი გამწარებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
ახლაც, კადრებში ჩანს, რომ ამ ნაცად, თუმცა ყოველ ჯერზე წარუმატებელ “იარაღს” დღეს, უკვე გვარამია მიმართავს – ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ აგულიანებს პანკისის ხეობის ახალგაზრდა ქისტებს “ყველაფერზე წასასვლელად”. არც ამჯერად გამოგივათ ეს მრავალგზის გაშიფრული მზაკვრობა. ქართველების და ქისტების ნერვებზე თამაშს ნუ შეეცდებით – მათი გაერთიანებული მუშტი მოხვდება თქვენს გალიბერასტებულ თავებს,” –  წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები