სოფელ ფლავთან, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ახალგაზრდა ბიჭი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავთან, ე.წ მესაზღვრეებმა, 23 წლის გიორგი კეფაშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. მისი დაკავება კი მაშინ მოხდა, როდესაც ის მსხვილფეხა პირუტყვს აძოვებდა.
აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, მათივე ცნობით, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, დაკავებულია ერთი პირი, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები