გრიგორი კარასინი: პრაღაში დე ფაქტო ვამზადებთ საქართველოსა და რუსეთის ლიდერების სამომავლო შეხვედრას
„მსგავსი შეხვედრა, ასეთ მაღალ დონეზე სერიოზული პოლიტიკური მოვლენაა. აქ, პრაღაში შეხვედრით, დე ფაქტო ვამზადებთ მსგავსი ტიპის შეხვედრას სამომავლოდ”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის სურვილს, რომლის მიხედვითაც ის ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ რუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც კარასინმა აღნიშნა, თუ რაიმეს შეთავაზება შეიძლება მოხდეს ორი ქვეყნის ლიდერისთვის ეს ასეც მოხდება, მაგრამ მისივე თქმით, ეს ჯერ ჰიპოთეტურია.
„მსგავსი შეხვედრა, ასეთ მაღალ დონეზე სერიოზული პოლიტიკური მოვლენაა. აქ, პრაღაში შეხვედრით დე ფაქტო ვამზადებთ მსგავსი ტიპის შეხვედრას სამომავლოდ. თუ რაიმეს შეთავაზება შეგვეძლება ორი სახელმწიფოს ლიდერისთვის, რა უნდა განიხილონ პირდაპირ შეხვედრაზე, ნამდვილად წავალთ ამაზე, მაგრამ ჯერ ეს ჰიპოთეტურია“, – აღნიშნა კარასინმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმაზე 16 მაისს ისაუბრა. მისივე თქმით, ის ნატრობს იმ დღეზე როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ რუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.