ზურაბ აბაშიძე: კარასინმა ტატუნაშვილის საქმეზე განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან არჩილ ტატუნაშვილის საქმის განხილვა ჟენევის ფორმატში ისურვა.
მისივე თქმით, რუსი კოლეგა მომხრეა, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.
„რუსმა კოლეგამ განაცხადა, რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს. მან თქვა ის, რასაც ველოდი, რომ ამაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატში“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე ინფორმაციით, პრაღაში, დღევანდელ შეხვედრაზე, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თაობაზე, საუბარი საერთოდ არ ყოფილა, არც SGS-ის, არც საელჩოს და არც კულტურული ურთიერთობების კონტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები