ისტორიული გამარჯვება – ტოჩინოშინმა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო დაამარცხა (ვიდეო)

ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე დიდი ჩემპიონი – იოკოძუნა ჰაკუჰო იყო, რომლის ანგარიშზეც 40 იუშოა და სუმოს ცოცხალ ლეგენდად ითვლება.
ტოჩინოშინი და ჰაკუჰო აქამდე ოფიციალურ შეხვედრებში 25-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და თითოეულ მათგანში ჰაკუჰომ იმარჯვა.
ბრძოლა მონღოლი იოკოძუნას იერიშით დაიწყო, თუმცა ტოჩინოშინმა მეტოქის მიძალების მოგერიება მოახერხა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა.
ტოჩინოშინმა ამ გამარჯვებით ოძეკის რანგი გაინაღდა და დიდი ჩემპიონის წინააღგმდეგ წარუმატებელი შეხვედრების უსიამოვნო ტრადიცია დაასრულა (1:25).
ლევანი გაზაფხულის ბაშოს მარცხის გარეშე ლიდერობს (12:0). ტურნირის მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე შოდაი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები