ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან არსებულ “საზღვარს” კეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთი, სწავლის დასრულებასა და ბოლო ზარის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ხვალ, 25 მაისს, საქართველოსთან არსებულ “საზღვარს”, დროებით დაკეტავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის” პრესსამსახურმა გაავრცელა.
„უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, რაც სკოლაში სწავლის დამთავრებას და ბოლო ზარს უკავშირდება, 25 მაისს, საღამოს 20:00 საათიდან, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა” და საქართველოს შორის მიმოსვლა დროებით შეწყდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, “სასაზღვრო პუნქტები” მუშაობას 27 მაისს, დილის 8 საათიდან განაახლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები