“მაიკ პენსის და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის ძლიერი მეგობრობის დადასტურებაა“

0

„ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ძლიერი მეგობრობის დადასტურებაა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, შეხვედრის შემდეგ გაკეთებულია განცხადებები ცხადყოფს, რომ ამერიკა საქართველოს საიმედო პარტნიორია.
„ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მომავალზე დადებითად აისახება, ამას მოჰყვება ხელშესახები შედეგები ქვეყნის ეკონომიკის და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩვენმა საელჩომ ამერიკაში, ეფექტურად იმუშავეს ამ ვიზიტის წარმატებულად ჩატარებისთვის.
პოლიტიკური განცხადებები, რომელიც შეხვედრების შემდეგ გაკეთდა, აშკარად ამბობს იმას, რომ საქართველო დღეს, აშშ-სთან ურთიერთობის 25 წელიწადში ძლიერი და საიმედო პარტნიორია. ტერიტორიით აშშ-სთან შედარებით ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, თუმცა ჩვენს მიმართ დიდი იმედები და დიდი ნდობა არსებობს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი