რა ფორმით ძალადობდა რ.ნ. ინგა გრიგოლიაზე – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ი.გ.-ს ადევნების და მუქარის ფაქტზე 2018 წლის 22 მაისს რ.ნ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1 ნაწილით და 151-ე მუხლის 1 ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.- მ, ი.გ.- სთან, მისთვის არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა, დაადგინა მისი მობილური ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი და დაუწყო უკანონო თვალთვალი: სისტემატიურად ურეკავდა ტელეფონზე, სთხოვდა შეხვედრას, აკითხავდა სამსახურთან და საცხოვრებელ სახლთან, უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ხელნაწერ წერილებს, სთხოვდა თითქოსდა საერთო შვილის ჩვენებასა და ვითომდა მითვისებული ქონების დაბრუნებას. ხსენებული მოთხოვნების შესასრულებლად კი მასზე სისტემატიურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, ემუქრებოდა ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანებით. რ.ნ.-ს ქმედებებით, რომელიც 2018 წლის 10 მაისამდე გრძელდებოდა, ი.გ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა და მუქარის განხორციელების მუდმივი რეალური საფრთხის და შიშის განცდა ჰქონდა.
სამართალდამცველებმა რ.ნ. 2018 წლის 21 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. რ.ნ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები