ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შიდა ქართლს ეწვევა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი კასპის რაიონში მეფრინველეობის მეურნეობას, სოფელ გარეჯვარში კი სანერგე მეურნეობას დაათვალიერებს და მეურნეობის თანამშრომლებს შეხვდება. ამასთან, დაგეგმილია სოფელ კარბში წყალშემკრები ნაგებობისა და საირიგაციო არხის დათვალიერება და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს სოფელ კეხიჯვრის მოსახლეობასთან. შიდა ქართლში სტუმრად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მე-5 ქვეით ბრიგადასაც ეწვევა.