პირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია

პირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
“პროცესი ჩვენი დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობდა, შს სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მიღებულია ზომები იმისათვის, რომ ქალბატონი ინგას უსაფრთხოება იქნეს დაცული და ამის სრულ გარანტიას ნამდვილად იძლევა შსს. უახლოეს მომავალში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება იქნება სრულყოფილად ჩატარებული”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ჟურნალისტი შს თბილისის მთავარ სამმართველოში გუშინ დაკითხეს.
ინგა გრიგოლიამ მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის შესახებ სოციალურ ქსელში მიმართვის ტექტი გაავრცელა, რაზეც შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო.
ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, მას 2011 წლიდან უცნობი პირი ემუქრებოდა და პირადი ქონების წართმევით ემუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები