რუსეთის დუმის დეპუტატმა, პუტინის მიერ ანგელა მერკელის თაიგულით დასაჩუქრება, მის შეურაცხოფად შეაფასა
რუსეთის დუმის დეპუტატმა ირინა იაროვაიამ, გერმანული გამოცემა Bild-ის მიერ დაწერილ სტატიაზე, კომენტარი გააკეთა, სადაც წერია, რომ ყვავილების თაიგული, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელს რუსეთში ვიზიტისას მიართვა, მერკელს, როგორც გერმანიის კანცლერს, შეურაცხყოფას აყენებს.
დუმის დეპუტატის განცხადებით, სტატია ძირითადად, ადამიანური ურთიერთობების გადავიწყებისა და დაკარგვის შესახებაა. დეპუტატის განცხადებით, იგივე ლოგიკით, შესაძლებელია, ქალების “ქალბატონობითა” და “ფრაუთი” მოხსენიება, შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული.
იაროვაიას განცხადებით, ქალბატონების თაიგულებით დაჯილდოების ტრადიცია შესანიშნავია და არ აქვს მნიშვნელობა, თაიგულს რიგით მოქალაქეს, თუ გერმანიის კანცლერს გადასცემენ.
ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში მდებარე საზაფხულო რეზიდენციაში ესტუმრა, რა დროსაც, პუტინმა მერკელს თაიგული გადასცა. ამ ჟესტმა გერმანიაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. თაიგულის ჩუქება გამოცემა Bild-მა მერკელის შეურაცხყოფადაც კი შეაფასა.