ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი 20 მგზავრი იდენტიფიცირებულია
18 მაისს, კუბაზე მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან, 20 ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა. ამის შესახებ განცხადება კუბის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელმა, სერხიო რაბელმა გააკეთა.
„ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 20 ცხედარი“-განაცხადა რაბელმა და იქვე აღნიშნა, რომ პირველადი მონაცემებით, მომხდარზე გამოძიება 1 თვეში დასრულდება.
ცნობისათვის, 18 მაისს, ბოინგ 737-200-მა, რომელიც ჰავანადან ოლგინის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში, კუბის დედაქალაქის შემოგარენში, კატასტროფა განიცადა. კატასტროფის დროს ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 107 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა, ექიმების მიერ, კრიტიკულად ფასდება.