ნეპალში ორი ალპინისტი გარდაიცვალა

ნეპალის მთებში, კერძოდ კი ევერესტზე ასვლის მცდელობისას, ორი უცხოელი ალპინისტრი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Himalayan Times ავრცელებს.
სამთო ბანაკის წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვლილია იაპონიის 36 წლის მოქალაქე ნაბუკაძუ კურიკი და მაკედონიის 63 წლის მოქალაქე გეორგი პეტკოვი. მათი ცხედრები ალპინისტებმა იმ ადგილას აღმოაჩინეს, სადაც ისინი მთაზე ასასვლელად ემზადებიან.
ცნობილია, რომ მაკედონიელი ალპინისტი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო იაპონელის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
გამოცემის ინფორმაციით, 36 წლის ნაბუკაძუ კურიკი, რამდენიმე წლის მანძილზე, უშედეგოდ ცდილობდა ევერესტის მწვერვალის დაპყრობას. ბოლო მცდელობისას, კურიკიმ 9 თითი მოყინვის შედეგად დაკარგა, თუმცა ევერესტის დაპყრობის იმედით, ნეპალში კვლავ ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები