პარაგვაი დღეს იერუსალიმში საელჩოს გახსნის

იერუსალიმში დღეს პარაგვაის საელჩოს ოფიციალურად გახსნიან. საელჩოს გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად იერუსალიმში პარაგვაის პრეზიდენტი, ორასიო კარტესი უკვე ჩავიდა. პარაგვაის პრეზიდენტს აეროპორტში ისრაელის შიდა უსაფრთხოების მინისტრი, გილად ერდანი დახვდა.
ისრაელის შიდა უსაფრთხოების მინისტრის განცხადებით, ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ისრაელისთვის დედაქალაქის საერთაშორისო აღიარების კუთხით. „დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ აშშ-ის, გვატემალასა და პარაგვაის მაგალითს და თავის საელჩოებს იერუსალიმში გადმოიტანენ“-აღნიშნა გილად ერდანმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მა და გვატემალამ საელჩოები იერუსალიმში უკვე გადაიტანეს. პარაგვაი რიგით მესამე ქვეყანა იქნება, რომელსაც იერუსალიმში თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები