საუდის არაბეთმა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა
იემენის მხრიდან გამოშვებული, საუდის არაბეთის საჰაერო ბალისტიკური რაკეტის განადგურება მოხერხა. როგორც ცნობილია, რაკეტა იემენმა გაუშვა და საუდის არაბეთის ქალაქ აზანასკენ იყო მიმართული. ამის თაობაზე საუდის არაბეთის სამხედრო კოალიციის წარმომადგენელმა განაცხადა.
მომხდარის შესახებ მანამდე გახდა ცნობილი, სანამ საუდის არაბეთი განცხადებას გააკეთებდა, რადგან იემენის ჰუსიტური მთავრობის წევრებმა მაშინვე დააკონკრეტეს, თუ რა ტიპის ბალისტიკური რაკეტის გაშვება მოხდა ქალაქ აზანას მიმართულებით.
ბოლო თვეების განმავლობაში, იემენის ჰუსიტურმა მთავრობამ, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკა აქტიურად უჭერს მხარს, საუდის არაბეთის სამეფოს მიმართულებით არაერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე ვერც ერთმა ვერ მიაღწია.
ცნობილია, რომ ორ ქვეყანას შორის ომი უკვე მესამე წელია, მიმდინარეობს. სამხედრო დაპირისპირების მიზეზად კი, იემენის მთავრობაში ჰუსიტების მოსვლა სახელდება, რომლებმაც იემენის კანონიერი გზით არჩეული პრეზიდენტი განდევნეს და ქვეყნის დედაქალაქი სანაა მათი გავლენის ქვეშ მოაქციეს. იემენის შიდა პოლიტიკურმა გადატრიალებამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი გამოიწვია, რომელიც უკვე 7 წელია, მიმდინარეობს. საუდის არაბეთი კი, შიდა კონფლიქტში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ჰუსიტებმა საბოლოოდ მოახერხეს იემენის კანონიერი პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევება და მისი მხარდაჭერისთვის საუდის არაბეთსაც დაემუქრნენ.