გალში, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ქუთაისში მცხოვრები პირი დააკავეს
გალში, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ქუთაისში მცხოვრები პირი – ალექსანდრე ნაცვლიშვილი დააკავეს. აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.