სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით შსს–მ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

 სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც გოგონა ამბობს, რომ მას და მასთან ერთად მყოფ პირებს მამაკაცმა იარაღი ესროლა, შსს– მ გამოძიება დაიწყო. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვიდეოშია დაფიქსირებული.
„სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოლიციამ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, დაწყებულია გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს, დადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ. ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვიდეოშია დაფიქსირებული“, –აცხადებენ შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები