ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირებმა 8 ადამიანი მოკლეს

აშშ-ში, ქალაქ სანტა-ფეში, სავარაუდოდ ორი შეიარაღებული მამაკაცი სკოლაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი, რომელთა შორისაც უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები არიან. დაჭრილია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციის თანამშრომელია.
ამერიკული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა უკვე შეძლეს ორი ადამიანის დაკავება, რომელთაგანაც ერთ-ერთი სავარაუდოდ ამავე სკოლის ყოფილი ან მოქმედი მოსწავლეა. დამნაშავეების მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობის მოტივის მიზეზი ამ დროისთვის მედიისთვის უცნობია.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე მიმართა დაღუპულების ოჯახებს და მომხდართან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები