რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტირძნისის მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტირძნისის მცხოვრები 30 წლის, დავით ჩალაური დააკავეს.
საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების განმარტებით, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის ერთი პირი დაკავებული, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
სოფელ ტირძნის მოსახლეობის ინფორმაციით, დავით ჩალაურს სავარაუდოდ, გზა აებნა, რის შემდეგაც ის ოკუპანტებმა დააკავეს.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს.