საფრანგეთში ტერაქტი აღკვეთეს
საფრანგეთში, სამართალდამცველებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ტერორისტული აქტის მოწყობას საფრანგეთის ტერიტორიაზე გეგმავდნენ.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულები, წარმოშობით ეგვიპტელი ძმები არიან. არსებული ინფორმაციით, ისინი ტერაქტის მოწყობას მომწამვლელი გაზის ან აფეთქების მეშვეობით გეგმავდნენ.