ირაკლი ჭანტურიძე: მიდგომა, რომ სახელმწიფოს ვეტერანების შესახებ სახელმწიფოს პოლიტიკა არ გააჩნია არასწორია
ანალიტიკური პორტალი „კვირის“ პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურის იურისტმა, ირაკლი ჭანტურიძემ ვეტერანთა შესახებ კანონ-პროექტებზე ისაუბრა.
“მიდგომა, რომ სახელმწიფოს ვეტერანების შესახებ სახელმწიფოს პოლიტიკა არ გააჩნია არასწორია. 2012 წლის შემდგომ სახელმწიფო კონპენსაცია დაენიშნათ ომში დაღუპულთა ოჯახებს და ამის შემდგომ თანდათან საბიუჯეტო რესურსის გათვალისწინებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნებისმიერ სახელმწიფო სოციალურ თუ მუნიციპალურ პროგრამაში პრიორიტეტი ენიჭებათ სწორედ ვეტერანებს ეს იქნება სამედიცინო მომსახურეობა, რეაბილიტაციის პროგრამები თუ პროფესიული განათლების მიღება. შესაძლოა ვიკამათოთ იმაზე რომ არ არის კონსოლიდირებული აქტი, სადაც ყველა შერავათი და სოციალური პროგრამა იქნება ასახული, რითაც ვეტერანები სარგებლობენ. რასაკვირველია შესაძლებელია ერთობლივი საუბრის გზით ერთიანი სტრატეგიის განსაზღვრა. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ გულისხმობს თუნდაც ჩვენი სამსახურის არსებობას, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ფარგლებშიც არაერთ სოციალურ თუ ჯანდაცვის პროექტს ახორციელებს. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივებს, ამ მიმართულებითაც სამსახური ინტენსიურად მუშაობს ჩვენს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებული გახლავთ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთა განხილვაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, მაგალითად ე.წ. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირების წესში ცვლილება, სოციალური პაკეტის გაუმჯობესება, საჯარო საქმიანობისას სახელმწიფო კონპენსაციის მიღება, თუმცა აქვე უნდა ავღნიშონო, რომ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ერთიანადაა შესაძლებელი ყველა ამ საკითხის გადაწყვეტა”, – განაცხადა ჭანტურიძემ.