ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ახალი დახმარების პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს,- ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მან გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხზე პროგრესი იქნება მიღწეული.

“ჩვენ ახლახან დავასრულეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. დღის წესრიგში მთავარი თემა იყო უკრაინის მხარდაჭერა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები.

იმედი მაქვს, შევძლებთ რეალურად წინსვლას. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ახლა და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რათა მათ თავი დაიცვან.  ყველა მიესალმა ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს და ახლა, რა თქმა უნდა, ბურთი რუსეთის მხარესაა. რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთს რეალურად მშვიდობა არ სურს”,- განაცხადა კალასმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები