შსს 8 ნარკორეალიზატორის ვინაობას ასახელებს

შსს-მ ღამის კლუბებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 8 ნარკორეალიზატორი დააკავა.
დღევანდელ ბრიფინგზე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ იმ 8 პირის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც წუხელ სპეცოპერაციის დროს დააკავეს. როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე, პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი.
კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ; 1992 წელს დაბადებული ლ.მ; 1996 წელს დაბადებული ქ.მ; 1997 წელს დაბადებული მ.მ; 1995 წელს დაბადებული ბ.დ; 1994 წელს დაბადებული თ.ჩ; 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ. პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის განთავისუფლებულია“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
მისივე თქმით, ამ მომენტისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები