შს სამინისტროში ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე ბრიფინგი 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ „კვირას“ შსს-ში განუცხადეს. „კვირას“ ინფორმაციით, ბრიფინგზე, სავარაუდოდ, სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, წუხელ, ღამის საათებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს, თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები