„სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია და ძალიან მალე ეს გამორჩეული თვისება, სწრაფი განვითარების წყაროდ უნდა გადაიქცეს“

დემოკრატიაა ჩვენი უკომპრომისო ეროვნული იდეა და ჩემი ზეამოცანაა ამ მონაპოვარის შენარჩუნება და განვითარება. სწორედ ამისთვის ვბრუნდები საჯარო პოლიტიკაში – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ღირსეულად დაიმკვიდრებს თავს ევროპულ ოჯახში.
„სრულიად განჭვრეტად მომავალში ჩვენ ღირსეულად დავიმკვიდრებთ თავს ევროპულ ოჯახში, როგორც გამორჩეული, თვითმყოფადი ერი, უძველესი ქრისტიანული კულტურის, უნიკალური დამწერლობის და პოლიფონიის, ტრადიციული მეღვინეობის და ვეფხისტყაოსნის ქვეყანა, დასახლებული გულღია და ტოლერანტი ადამიანებით, სადაც სწამთ, რომ „სტუმარი ღვთისაა“. სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია და ძალიან მალე ეს გამორჩეული თვისება, მე ვიტყოდი – ჩვენი საწყისი უპირატესობა – სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის წყაროდ უნდა გადაიქცეს როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე ათასობით ქართული ოჯახისთვის. საქართველოს შესწევს უნარი, რომ უმასპინძლოს არამხოლოდ მილიონობით ტურისტს, არამედ საუკეთესო პირობებით, უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს საერთაშორისო ფორუმებს, უმასპინძლოს დიდ ბიზნესს, გახდეს განათლების, სამედიცინო მომსახურების და მაღალი ტექნოლოგიების რეგიონალური ცენტრი – იყოს დიდი შესაძლებლობების ქვეყანა. საჭიროა მხოლოდ მიზანდასახულობა, რწმენა და შრომა, ყველაფერი დანარჩენი ჩვენ უხვად მოგვანიჭა ბუნებამ“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები