ბიძინა ივანიშვილი: ბოლო 5 წლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს კავკასიის რეგიონში
„ბოლო 5 წლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს კავკასიის რეგიონში“
ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი – ქვეყანაში დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლებში არსებული არასტაბილურობისა და რყევების მიუხედავად, საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ კი შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო 5 წლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს კავკასიის რეგიონში, ხოლო სავალუტო ფონდის ბოლო, განახლებული მონაცემებით, მომავალი 6-წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არათუ სამეზობლოს, არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორისაც”- განაცხადა ივანიშვილმა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს, რომელიც მთაწმინდაზე, „ანდერვილში“ გაიმართა.