ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკაში ჩემს დაბრუნებას პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს

„რატომ დავბრუნდი პოლიტიკაში, ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება მკაფიო პასუხს ელის და მეც მზად ვარ, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები“, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას.
ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში.
ამასთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ისე როგორც 2011 წლის ოქტომბერში, ახლაც პოლიტიკაში საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ინტერსების გამო დაბრუნდა.
„ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, ეს ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა და ის, არც დღევანდელი ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და მითუმეტეს, არც ჩემი პირადი იტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია, ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია. საქართველო, საქართველოს ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალია.
ამიტომ, სწორედ ახლა, მინდა ჩემ ხალხს მივმართო. ჩვენ ვდგავართ ძალზედ მნიშველოვანი გამოწვევის წინაშე. რასაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს. პირველი მიზეზია, ობიექტურად არსებული არსახარბიელო სოციალურ-ეკონოკური მდგომარეობა და ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები. მეორე, ოპონენტებისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს მესამე, ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები