„როცა შენს ქვეყანაზეა საუბარი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, საკუთარ თავთან გაჯიუტება არასწორია“
მოგესალმებით ყველას, მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა, – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე გამოსვლა.
„მოგესალმებით ყველას, მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა. დიახ, მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როცა შენს ხალხზე, ქვეყანაზეა საუბარი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, საკუთარ თავთან გაჯიუტება არასწორია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დელეგატებმა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.